ეს გვერდი აღწერს CoffeeCoTech-ის ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქტების (ყავის მარცვლები, ფილტრები, ნაწილები, აპარატები) მიღების პირობებს.
1. მიღების წესი
ნაყიდი პროდუქცია მომხმარებელს თვითონ მიაქვს ჩვენი ოფისიდან. მისამართი: მცხეთის რაიონი, სოფ. მუხრანი, პირველი ქუჩა 12.
2. სამუშაო საათები (მიღება)
ორშაბათი–პარასკევი: 09:00–18:00 · შაბათი: 10:00–14:00 · კვირა: დახურულია.
3. შეკვეთის დადასტურება
შეკვეთის მიღების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ტელეფონით ან WhatsApp-ით, დაგიდასტურებთ პროდუქტის მზადყოფნას და მიღების დროს.
4. მიღების დრო
დამოწმებული შეკვეთა ჩვეულებრივ მზადაა მიღებისთვის 1–3 სამუშაო დღეში. დიდი ზომის აპარატებზე ვადა შეთანხმდება ინდივიდუალურად.
5. მიღების ღირებულება
ოფისიდან თვითწამოღება — უფასოა.
6. გადახდა
გადახდა შესაძლებელია ონლაინ შეკვეთის გაფორმებისას მითითებული მეთოდით ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეთანხმებისამებრ.
7. მიღებისას შემოწმება
პროდუქტის მიღებისას გთხოვთ, ადგილზე დაათვალიეროთ შეფუთვა და პროდუქცია. თუ დაზიანებას შენიშნავთ, დააფიქსირეთ იმავე მომენტში.
8. თანხის დაბრუნება
დაბრუნების პირობები აღწერილია წესებისა და პირობების გვერდზე (მუხლი 5).
9. კონტაქტი
ნებისმიერი კითხვისთვის დაგვიკავშირდით: 0322 11-00-63 · Sergo.Papiashvili@coffeecotech.com · კონტაქტის გვერდი.